• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

ვარკეთილის მესამე მასივში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

ვარკეთილის მესამე მასივში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მაშველებს მოქალაქეები ტერიტორიიდან გაჰყავთ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

არსებული ინფორმაციით, 4 სართულიანი კორპუსი ავარიულია და სამგორის გამგეობამ მცხოვრებლები დროებით საცხოვრებელში რამდენიმე თვის წინ გადაიყვანა, თუმცა მათი ნაწილი საცხოვრებელ კორპუსში თვითნებურად დაბრუნდა. 

ადგილზე იმყოფება სამგორის გამგებელიც.

თეგები :