• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

ბორჯომში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. 

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თეგები :

ავტოავარია