• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

7 წლის ბავშვს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ლოცვა გამოუწერეს

თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში 7 წლის პაციენტს რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს. ამის შესახებ „ლიბერალი" წერს.

„რეკომენდაცია: ლოცვა, ნატურალური პროდუქტებით კვება, მხიარული და კეთილი განწყობა ყველასა და ყველაფრისადმი“, - ეს გაცემული რეკომენდაციების ნაწილია.

რეკომენდაციის გამცემის, ეკატერინე ქიმუცაძის თქმით, ანალიზის აღება თბილისის კარდიოლოგიურ საავადმყოფოში არის შესაძლებელი. კლინიკა უზნაძის N49-ში მდებარეობს - საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ქ.თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო“ თბილისის მერიის საკუთრებაა.

ქიმუცაძესთან ვიზიტი 70 ლარი ღირს. კითხვაზე, თუ რა სახის ლოცვებია რეკომენდებული, ის პასუხობს, რომ „ჩვეულებრივი „მამაო ჩვენოც" საკმარისია“.

თეგები :