• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი, ქვეყნის ექვსგზის ჩემპიონი (5-ჯერ ქალებში, ერთხელ - ვაჟებში) და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი მძიმე სენს ებრძოდა. 

მოჭადრაკეს, რომელიც ქალთა შორის გროსმაისტერი იყო 1993 წლიდან, ასევე - ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატი 1999 წლიდან, ავთვისებიანი სიმსივნე დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოაჩნდა. ხურციძე გერმანიაში მკურნალობდა, სადაც ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა, მაგრამ დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ნინო ხურციძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთ საჭარაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოს სამ გუნდურ ჩემპიონატსა და ევროპის შვიდ გუნდურ ჩემპიონატზე უასპარეზია. 

ხურციძე 1991 წელს 16-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1993 და 1995 წლებში კი მსოფლიოს ჩემპიონობა 20-წლამდელთა შორის მოიპოვა. 1998 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტებშიც გახდა. მას ფიდეს რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია - მე-11 ადგილი 1999 წელს ეკავა.

თეგები :