• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

სად აიკრძალება მოწევა პირველი მაისიდან?

2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. 

ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.

თამბაქოს მოწევა იკრძალება:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში;

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;

გამონაკლისი შემთხვევები - თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

ტაქსისა და კატერში;

ფიზიკური პირის სახლში;

სამორინეში;

წინასწარი დაკავების იზოლატორში;

პენიტენციურ დაწესებულებაში;

თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

სიგარაბარში;

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში;

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.

სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლამდე)

ჯარიმები წესების დარღვევის გამო:

შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება;

მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში,სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება;

წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება;საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება;

თუკი ფიზიკური პირი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება.

თეგები :