• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

ვინ არის ნიგერიელი ბიჭი, ვინც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას აპროტესტებს?

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნიგერიელი ბიჭის ამ ფოტოს ქართველ ინტერნეტ-მომხმარებლებში დიდი მოწონება ხვდა წილად. ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ამ ფორმით გამოხატავს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისადმი პროტესტს?

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი ნიგერიელი Idah Timothy Abah-ია რომელიც ქუთაისში ცხოვრობს. ქუთაისში მას იცნობენ, როგორც ტიმ იდაშვილს. ტიმი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე განაგრძო.

საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარების მიზეზად ის ქართულ სტუმართმოყვარეობას ასახელებს.

"მე როგორც ნიგერიელმა, მინდა ჩემი ქვეყნის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდეს. მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ნიგერია იმაზე გაცილებით უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე ამას საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემენ," - ამბობს ტიმი ქართველ ბლოგერთან საუბარში.

თეგები :