• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა 6 ათას 750 ჰა და ბიუჯეტიდან 825 მილიონი ლარი“

„ეკლესია არ იღებს საჩუქრებს, შეწირულობას მხოლოდ სახელმწიფოსგან, უბრალოდ, ინდიგო დაინტერესდა სახელმწიფოთი,“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ჟურნალ „ინდიგოს“ დამფუძნებელმა, ნინო ჯაფიაშვილმა, ეკლესიის ქონებასთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას გააკეთა.

ნინო ჯაფიაშვილი აღნიშნავს, რომ 5 ათასი დოკუმენტი შეისწავლა ჟურნალმა და გაირკვა, რა ქონებას ფლობს საპატრიარქო კანონიერად.

ნინო ჯაფიაშვილი აღნიშნავს, რომ გამოთხოვილი დოკუმენტების უმეტესი ნაწილი უპრობლემოდ მიიღეს, თუმცა, გარკვეული ნაწილი - 9%, არ მიაწოდეს.
„ეს 9 პროცენტი არ ახდენს დიდ გავლენას სურათზე. ანუ, სურათი რეალურად დაიხატა. სხვათა შორის, არ არის ეს სურათი სასარგებლო პოლიტიკოსების. რა რელიგიური ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, პრივილეგირებული, არაპრივილეგირებული, აქვს თავისი ინტერესები და აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური და ბიზნესინტერესები. ჩვენ ვეძებდით, სახელმწიფო როგორ ხარჯავს ან რა პრინციპით ხარჯავს ბიუჯეტიდან ფულს,“ - განაცხადა ნინო ჯაფიაშვილმა.

ნინო ჯაფიაშვილი აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ეკლესიას, მაგალითად, გავლენა აქვს სკოლაში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით.

„თუნდაც, კონსტიტუციური შეთანხმება, იმდენად ძლიერი დოკუმენტია, რომლის შეცვლაც კი, რომლის პირობების დარღვევა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციის,“ - აცხადებს ჯაფიაშვილი.

ჯაფიაშვილი აღნიშნავს, რომ, თუნდაც, მიწის გადაცემის სისტემაში ჩანს, რომ რეალურად ხელისუფლება იყენებს სათავისოდ.

„6 ათას 750 ჰა არის უსასყიდლოდ გადაცემული მას შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდა, ეს არის, დაახლოებით, ბათუმისხელა ტერიტორია. 825 მილიონი ლარი არის გადარიცხული ბიუჯეტიდან ამ წლების განმავლობაში,“ - განაცხადა ნინო ჯაფიაშვილმა.

თეგები :