• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„კატასტროფა... ღადაობთ ალბათ“ - ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპი გააკრიტიკეს (ვიდეო)

ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა. საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდი „ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს.

სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.

კლიპი ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.

მაყურებლებმა სოციალურ ქსელში უკვე გააკრიტიკეს კლიპი.მათი აზრით, „ფინალურ ეტაპზეც კი ვერ გავალთ“. 


თეგები :