• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

„დეკანოზი სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მძევალია“ - ნიკა გვარამია გიორგი მამალაძეს შეხვდა

ნიკა გვარამია მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა. „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი მამა გიორგი მამალაძესთან, მისივე თხოვნით, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.

გვარამია დეკანოზ მამალაძეს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ დეკანოზი „სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მძევალია“. 

ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

ის დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს. 

თეგები :