• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

"ქართველ ქალს არაფერს ვპატიობთ, მისგან ვითხოვთ "წმინდანობას", ამასობაში კი კაცების უმეტესობა ძალიან არაადამიანურად იქცევა"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სტუდენტი ბექა ბოკუჩავა ასე ეხმაურება 20 წლის გოგონას - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ფაქტს. წერილმა ინტერნეტის მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია:

"ქართველ ქალს არაფერს ვპატიობთ, მისგან ვითხოვთ "წმინდანობას", ამასობაში კი კაცების უმეტესობა ძალიან არაადამიანურად იქცევა, მათთვის ნორმაა ღალატი, ტყუილი, ცემა-ტყემა, ხმის აწევა, ხელის აწევა, მერე კი სადღეგრძელოებში ცრუ რეალობის ქება-დიდება, სანთლის დანთება ტაძარში და ვაჟკაცობაზე თავის დადება...

ქართველი კაცების უმეტესობას სიყვარული საერთოდ არ ესმის, რადგან სხვისი მონობა არც სიყვარულია და არც რამე ნორმალური. ქალი საკუთრება არაა და არც "სიწმინდეობაა" მისი მოვალეობა. ქალი ისაა, ვინც თავად უნდა რომ იყოს და არა "მასკულინური კულტურის" მონა-მორჩილი.

გული მერევა და მრცხვენია ამდენი ლაჩარი "მამრის" არსებობა, რომლებსაც ადამიანობით არაფერი გამოსდით და ძალადობით ცდილობენ საკუთარი დებილი არსებობის "გაპრავებას."

და კიდევ რამდენი ქალი უნდა შეეწიროს ქართულ სიბნელეს?" - წერს ბექა.

თეგები :