• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილს, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლებას, გორგასალისა და შოთა ნიშნიანიძის ქუჩებს.

„11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სამგორის რაიონშიც. კერძოდ, ნავთლუღის დასახლებაში, აფრიკის დასახლებაში, გარდაბნის გზატკეცილზე, კახეთის გზატკეცილზე, რკინიგზის ჩიხის, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, აკაკი ფაღავას, ქინძმარაულის, ლუკა რაზიკაშვილის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გვაზავას, ანდრია გუგუშვილის, შტენბერგის, გურჯიევის, პოლიციის, მერაბ ქვილითაიას, რევაზ მამისაშვილის, ილია ბახტაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, კორნელი სანაძის, ნუგზარ საჯაიას, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, გიორგი ოდიშელიძის, ალადასტურის და სამგორის ქუჩების აბონენტებზე.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ქინძმარაულის ქუჩას.

საბურთალოს რაიონში​ ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია საირმის გორის, შმიდტის, ცაგარელის, ბურძგლას და ვასო გოძიაშვილის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის, სოფელი დიღმის, აგრარარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების და მიხა ხელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება ფარნავაზის გამზირის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების აბონენტებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება, სოხუმისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩებზე.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება ნაძალადევის რაიონშიც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბას, ბჟოლეთის და არალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.ისნის რაიონში 10:00 საათიდან 11:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდებათ ვაჟა ივერიელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩებზე.ელექტრომომარაგება შეიზღუდება მთაწმინდის რაიონშიც.

22:00 საათიდან 23 თებერვლის 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, ქიქოძის და მაჩაბლის ქუჩებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები :