• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც ეკლიანი იქნება, მაგრამ ამ გზას მე და ჩემი შვილი ერთად გავივლით“

ჯერ საერთოდ, რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო, ესეც არ იცი, მაგრამ ფაქტი იყო ერთი, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა, როდის გაიცნო თავდამსხმელი სახელად ზურა, რომელმაც მისი თქმით, უკრაინიდან თურქეთში ძვირფასი ქვის- ქარვის გადატანაში დახმარება სთხოვა.

დოდო გუგეშაშვილის განმარტებით, ეს ადამიანი მან 11 თვის წინ გაიცნო და თავი წარმოუდგინა, როგორც ვეტერანი.

„(ზურამ)დააყენა საკითხი ასე, რომ მას ჰყავს პარტნიორები თურქეთში, რომლებსაც უნდათ კიევში, მაღაზიაში ქარვის ნაკეთობები ოფიციალურად შეიძინიონ. მაგრამ ვინაიდან უკრაინა ომის ქვეყანა არის მათ მაღაზიიდან აეროპორტამდე ამ ნაყიდი ნივთების უსაფრთხო გადატანის გარანტია არ აქვთ და მთხოვა, რომ თუ მყავს მე იქ მეგობრები, რომლებიც მაღაზიაში ნაყიდ ნივთებს უსაფრთხოდ მიატანინებდნენ აეროპორტში. ქარვა საქართველოში არა, მათ თურქეთში უნდა წაეღოთ. საქართველოზე არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ მასსა და მის ვაჟზე, ნოდარ გუგეშაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მისი წარსული საქმიანობის გამო არ მომხდარა და ამ კუთხით რაიმე ტიპის შურისძიება გამორიცხა.

ამასთან, დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო.

„უწმინდესის წერილი მომაწოდეს, მე უფრო გავძლიერდი. ჩემი შვილის გარეშე მე არ ვაპირებ ცხოვრებას. ჩემი შვილი ფიზიკურად არ არის ჩემთან, სული მარადიულია. ჩემი შვილი და მე ისევ ერთად ვართ. დედა-შვილს ვერასდროს ვერავინ დააცილებს. ჩვენ ორივე მოგკვლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის. ადამიანი თავის ცხოვრების გზას თვითონ ირჩევს და თვითონ გადის. ამიტომ ყველამ უნდა გავიაროთ გზა ეს იქნება ვარდით, თუ ეკლით მოფენილი. მე გზა ვარდით არასდროს გამივლია. ყოველთვის ეკლით გავიარე, ვიცი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც ეკლიანი იქნება, მაგრამ მე ამ გზას გავივლი, მე და ჩემი შვილი ერთად გავივლით", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

თეგები :