• თბილისი
  • 33°C
  • 25 ივნისი, 2018
article

"უიმედოდ დარჩენილი იძულებული გავხდი თქვენთვის მომემართა" - მიმართვა კახა კალაძეს

თბილისის მცხოვრები ხათუნა შევჩენკო  ქალაქის მერს კახა კალაძეს თხოვნით მიმართავს. ხათუნა შევჩენკო, რომელიც შვილის ავადმყოფობამ უკიდურეს მდგომარეობაში ჩააგდო, დედაქალაქის მერს დახმარებას სთხოვს. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

„მოგესალმებით, ბატონო კახი! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მე ერთი გამწარებული, მარჩენალდაკარგული ორი ბიჭის დედა, ხათუნა შევჩენკო ვარ, რომელსაც უფროსი 21 წლის შვილი ბაჩუკი მინასაშვილი 5 ნოემბრის მერე კომატოზურ მდგომარეობაში უწევს საავადმყოფოში. შობის ღამემდე ეკლესია-მონასტრებისა და კეთილი ხალხის შემოწირულობით გაგვქონდა თავი. ამ ეტაპზე ამოიწურა სახსრები.

მივმართე ყველა უწყებას, საიდანაც კი შეიძლებოდა დაფინანსების მოპოვება, მაგრამ სამწუხაროდ უარი მივიღე. უიმედოდ დარჩენილი იძულებული გავხდი თქვენთვის მომემართა ამ ფორმით, როგორმე ხმა რომ მომეწვდინა. მსმენია თქვენი გულისხმიერების შესახებ და იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი წერილი მოვა თქვენამდე. წარმოუდგენელია დედისთვის 21 წლის ბიჭის ყურება და იმაზე ფიქრი, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენა და რეაბილიტაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. არ მაქვს ამბიცია საზღვარგარეთ, ძვირადღირებულ კლინიკებში მკურნალობისა. მხოლოდ ერთს გთხოვთ: აქ, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში დაგვიდგეთ გვერდით და გადამირჩინოთ შვილი. 

ეს გახლავთ ჩემი საკონტაქტო: 579 30 04 54, ხათუნა შევჩენკო; 

ლიბერთი ბანკის( Liberty Bank) რეკვიზიტები:GE60LB0288870270067384;

საქართველოს ბანკის(Bank of Georgia) რეკვიზიტები:GE25BG0000000520462202;

უფალმა ყველას შეგიწიროთ ჩემი შვილისთვის გაღებული სიკეთე და თითოეული თეთრი!"- წერს ხათუნა შევჩენკო.

თეგები :