• თბილისი
  • 27°C
  • 20 ივნისი, 2018
article

ადვოკატმა თინა ქარსელაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა მოხდა პეტრიაშვილის ქუჩაზე?

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, 35 წლის ადვოკატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

თინა ქარსელაძე 2009 წლიდან დღემდე ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ასოციაციის ეთიკის კომისიაში კოორდინატორის თანამდებობა ეკავა. მან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2006 წელს ჩააბარა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. თინა ქარსელაძემ 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მენეჯმენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.

თეგები :