• თბილისი
  • 33°C
  • 25 ივნისი, 2018
article

ცოტნე გამსახურდია: მიმაჩნია, რომ მეგრული ენა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს...

ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ რეგიონალური კულტურა უნდა ვითარდებოდეს. ამის შესახებ გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამეგრელოსა და საქართველოს რომელიმე კუთხის პოლიტიკურ ჭრილში მოხსენიება დიდი საფრთხეების მატარებელია.

„გადავწყვიტე, რამოდენიმე სტატუსი დავუთმო სამეგრელოს საკითხს. ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება ამ მრავალტანჯულ კუთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტექსტში და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს იმ გეგმების გაცოცხლება, რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მუშავდებოდა ჩეკაში.

მე პირადად სრულებით არ გახლავართ ულტრაკონსერვატორი ამ საკითხში, ისევე როგორც სხვებში, მოგეხსენებათ... მიმაჩნია, რომ მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს, ვითარდებოდეს. აქ დაუშვებელია რაიმე შეზღუდვა და ეს მხოლოდ ნეგატიურ ეფექტს გამოიღებს. უნდა ვითარდებოდეს რეგიონული კულტურა, ისტორიკოსები და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლები უნდა იძიებდენ დედა-საქართველოსთან სამეგრელოს პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს... იმედია, პირველად არ გესმით, რომ ისტორია პირველ რიგში პოლიტიკური მეცნიერებაა, ხოლო ეროვნება - პოლიტიკური შეგნების, და არა - სისხლისმიერი ნათესაობის ფენომენი.

თუმც არის ერთი "მაგრამ": ადამიანი, რომელიც "მეგრელობას", "მეგრელ ხალხს", "მეგრულ მიწას" პოლიტიკურ დისკურსში ახსენებს და გაუკეთებს აქცენტირებას, ჩათვალეთ რომ მას ბომბი მოაქვს თქვენს სახლში! არც ის დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით სამეგრელოს გააჩნია მთელი რიგი ნიშნები - ენა, ტერიტორია, ზღვაზე გასასვლელი, საზღვარი არცთუ კეთილგანწყობილ უცხო ქვეყანასთან და ამ ქვეყნის სპეცსამსახურების საუკუნოვანი ინტერესი და გამოცდილება მეგრულ სეპარატიზმზე მუშაობისა! აი, ამით განსხვავდება ლაპარაკი სამეგრელოზე იმავ კახეთზე თუ იმერეთზე, ან გურიაზე ლაპარაკისგან... ვინც უნდა იყოს ეს მოლაპარაკე - გაბედავა, ბურჭულაძე, ჭაჭია თუ ჭ...ა."- წერს გამსახურდია.

თეგები :