• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

წყალდიდობა ზემო მლეთაში - ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ მდინარის კალაპოტში დაბრუნებას

დუშეთის მუნიციპალიტეტის ზემო მლეთაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე არაგვი ადიდდა. მდინარემ დააზიანა ჯებირები, დატბორა საკარ-მიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები.

ზემო მლეთაში მთავარ საშიშროებას ის მონაკვეთი წარმოადგენს, სადაც მდინარე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიედინება. მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმა გუშინ ღამის სამი საათისთვის დაიწყო. 

ადგილობრივები ახლა საკუთარი ძალებით ცდილობენ მდინარის კალაპოტში დაბრუნებას და ადგილზე ტექნიკის მისვლას ელოდებიან.

თეგები :