• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები შახტის დახურვის ნაცვლად, უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან შეკრებილი მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია შახტის დახურვა და ნაცვლად დახურვისა, უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ.

„არ ვიზიარებთ პოზიციას, რომ შახტი დაიხუროს ტყიბულში. ეს შახტი მთელ ქალაქს ინახავს. დახურვის შემდეგ მთელი ტყიბული პარალიზებული იქნება. ჩვენ გვყავს ოჯახები და შვილები, ასევე გვაქვს ფინანსური ვალდებულებები და შახტის დახურვა არ შეიძლება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

როგორც ცნობილია, პრემიერის გადაწყვეტილებით, ტყიუბულის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება, როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი. 

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, გუშინ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

თეგები :