• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა

თუშეთის გზაზე, სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა.

ავარიის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი. ის თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

თეგები :