• თბილისი
  • 27°C
  • 24 სექტემბერი, 2018
article

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქალი ემსხვერპლა. 

მსუბუქი ავტომობილი გრიგოლ კოკაიას ხეივანში ხეს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.  

თეგები :

ავტოავარია