• თბილისი
  • 30°C
  • 17 ივლისი, 2018
article

გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი, 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გაიტაცა. 

მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსამდა, რა დროსაც გატაცება მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თეგები :

გატაცება