• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე, სადაც დამეწყრილ მონაკვეთზე მდინარე ალაზანია შეგუბებული, 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. მამაკაცი გზის გაწმენდით სამუშაოებზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიის მძღოლი იყო.

ახმეტის მერის სოსო ქარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა ჩაიშალა. მამაკაცი წყალში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.  მაშველებმა ცხედარი ვერ აღმოაჩინეს. ადგილზე მყვინთავებს ელოდებიან.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თეგები :