• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

ბათუმში ძლიერი დამწვრობის შედეგად, 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს  ძლიერი დამწვრობის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

მედიკოსების ინფორმაციით,  პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო. 

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი. 

შემთხვევა 19 მაისს, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.  

„ენერგო პრო ჯორჯიამ“ განცხადება იმავე დღეს გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თეგები :