• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

ზოდელავა: 13 მილიონიან სტამბულის თვითმმართველობაში 1700 საჯარო მოხელე მუშაობს, ზუგდიდში - 2300

„თუ ჩვენ ვკითხავთ პუტინს, რა უნდა გავაკეთოთ, პუტინი გვეტყვის ერთ რამეს, ამოვთხაროთ სამარე, ჩავწვეთ შიგნით და დავიყაროთ მიწა“, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი და სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა "პრესა.ჯი"-სთან ინტერვიუში. 

„პრესა.ჯი“: თქვენ სამეგრელოში არსებულ კორუფციულ ფაქებთან დაკავშირებით საუბრობდით, დეტალურად თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა სახის კორუფციასთან გავქვს საქმე? 

მურთაზ ზოდელავა: დიახ, ვსაუბრობდი სამეგრელოში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე. კორუფციული ფაქტები კი, პირველ რიგში, ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხს შეეხება. 

დეტალურად რომ გითხრათ, ხეების გადათრევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ხდება. საკუთარი კეთილდღეობისათვის, მილიარდელი ადამიანი ამ ხეების გადასათრევად ბიუჯეტისა და ხალხის თანხებს იყენებს. 

- ახლა რა მდგომარეობაა სამეგრელოში? 

- სამეგრელოს მოსახლეობა ითხოვს შველას, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქვთ შეგრძნება, რომ მთავრობა არ არსებობს, მინუციპალიტეტები, ფაქტობრივად, ფიქტიურ მდგომარეობაშია. 

მუნიციპალიტეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები დააკმაყოფილოს და დაიცვას სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იმ რესურსით, რაც მას ბუნებრივი გაადასახადებისგან და შემოსავლების ხარჯზე შეკოწიწებული თანხით გააჩნია. 

ეს არსი კი სრულიად გაუკმუღმართებული და 180 გრადუსით ამოტრიალებულია დღეს. 

- როგორც ცნობილია, სამეგრელოში, დიდი პროექტები, რომლებიც წლების წინ დაიწყო, გაჩერებულია... 

- რაც შეეხება ზოგადად სამეგრელოს რეგიონს, მის განვითარებასა და პერსპექტივებს, საქმე ისაა, რომ დიდი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა სამეგრელოში არსებული პერსპექტივის გაჩენას ან სამომავლოდ რეგიონის ეკონომიკურ გაცოცხლებას, მართლაც გაჩერებულია. 

ეს არის, როგორც ცენტრალური მთავრობისს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დამსახურება. 

მნიშვნელოვანი პროექტი იყო დაწყებული ანაკლიაში, რომელიც გულისხმობდა იმ ღონისძიებების გატარებას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება შეუწყობდა ხელს. 

თუმცა, დღეს ეს პროექტი გაჩერებულია, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების ყველა სხვა დიდი პროექტი. 

- პროექტების გაჩერების მიზეზად რას ასახელებენ? 

- მაგალითად გეტყვით, გუბერნატორი შონია თავის მეგობრებთან პირად საუბრებში ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი არ განვითარდა და არ აშენდა იმის გამო, რომ რუსეთია ამის წინააღმრდეგიო. ეს არის გუბერნატორის არგუმენტი.

თუ ჩვენ ვკითხავთ რუსეთს, პუტინს, რა უნდა გავაკეთოთ, პუტინი გვეტყვის მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ამოვთხაროთ სამარე, ჩავწვეთ შიგნით და დავიყაროთ მიწა, სხვას არაფერს გვეტყვის ის. 

რაც შეეხება სხვა პროექტებს, ფაქტობრივად, მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები გამოცხადებული იყო პრიორიტეტად, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს სამეგრელოში და ნახოს რომ ძირითადი კულტურები მიწასთან არის გასწორებული.

მილიარდი ლარი, რომელიც პირველ 2 წელში დაიხარჯა სოფლის მეურენობის სფეროში, გაქრა. შედეგი არის ის, რომ ფაქტობრივად, არაფრისთვის დაიხარჯა ეს თანხა. 

სამეგრელოში ორი ძირითადი კულრურაა - სიმინდი და თხილი. დღეს, არც ერთი მათგანი არ არსებობს. საზოგადოება ფიქრობს იმაზე, თუ რითი ჩაანაცვლონ თხილის კულტურა ან როგორ დაიცვან სიმინდის კულტურა ფაროსანას შემოსევებისგან. 

გუბერნატორს რაც შეეხება, მისი ინტერვიუ და საჯარო გამოსვლა, რომელიც სოცილაურ ქსელში იძებნება, არის 4 წლის წინანდელი, სადაც ის სამეგრელოში ჩაის კულტურის აღორძინებაზე საუბრობს. 

ეს დაპირება, მან თავის სამომავლო მოღვაწეობას დაუკავშირა, რომელიც რა თქმა უნდა, არ შესრულებულა. მთელი სამეგრელო, ისევე როგორც მთელი დასავლეთ საქართველო, ჩაის საკრეფად წასულია თურქეთში. 

- რეალურად, არსებობს მასობრივი დასაქმების პერსპექტივა სამეგრელოში? 

- დიახ, სამეგრელოში, დღეს, ნამდვილად არის დასაქმების პერსპექივა საჯარო სამსახურებში, მაგრამ იქ შეგიძლიათ იმუშაოთ იმ შემთხვევაში, თუ ხართ ქართული ოცნების ზონდერი. 

ივანიშვილის დაპირება, უფასო ფულის შესახებ, შესრულებულია. ოღონდ მხოლოდ თავისი ზონდერებისათვის. კერძოდ, ქართული ოცნების ჰიპერაქტიული აქტივისტებისათვის, რომლებიც საერთოდ არ დადიან საჯარო სამსახურში. 

მაგალითად, ზუგდიდში 2300 საჯარო მოხელეა. ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია. შედარებისთვის, სტამბულის თვითმმართველობა, სადაც მხოლოდ 1700 საჯარო მოხელე მუშაობს, 13 მილიონიან მოსახლეობას ემსახურება. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი, სულ 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ანუ თითქმის 100-ჯერ ნაკლები რაოდენობის ადამიანი, სტამბულთან შედარებით. 

თუმცა, ოცნების ყველა აქტივისტი დასაქმებულია საჯარო სამსახურში. ეს არის დასაქმების ერთადერთი  საშუალება დღეს, სამეგრელოში. 

ფაქტობრივად, ის, რაც თვითმმართველობის ბიუჯეტით ფიანანსდება, არის მხოლოდ მათი ოფისები. საჯარო მოხელეთა თითქმის 60 პროცენტი კი, საერთოდ არ დადის სამსახურში. შესაბამისად, მათ ნამდვილად აქვთ ივანიშვილის დაპირებული უფასო ფული.