• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა ერთ-ერთი ბანკის წინ თავის დაწვა სცადა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ბანკის წინ საწვავი გადაისხა.

ახალგაზრდა ქალს თავის დაწვის საშუალება ადგილზე მისულმა პოლიციამ და მოქალაქეებმა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეგები :