• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

ბათუმში ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარი ტერიტორიაზე, ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდა. 112-ის ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ  „აკვაპარკის“ ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ახალშობილის გვამი ნახა. 
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ამ დროისთვის საქმე არ აღძრულა, მიმდინარეობს მოკვლევა. 

თეგები :