• თბილისი
  • 27°C
  • 20 ივნისი, 2018
article

თელავსა და გურჯაანში ქარმა მოსახლეობა დააზარალა

წუხანდელმა ძლიერმა ქარმა თელავში რამდენიმე კორპუსს სახურავი გადახადა. განსაკუთრებით დაზიანდა ორი ქუჩა: ალაზნის გამზირი და კავკასიონის ქუჩა. სახლები სახურავის გარეშეა დარჩენილი.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ასწლოვანი ხეები და წააქცია ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრშია დამონტაჟებული. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რეგიონის ათასობით აბონენტი რამდენიმე საათია დენის გარეშეა დარჩენილი. 

თელავის მსგავსად, ანალოგიური მდგომარეობაა გურჯაანშიც.

თეგები :