• თბილისი
  • 30°C
  • 17 ივლისი, 2018
article

ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას  ლაგოდეხში მამაკაცი ემსხვერპლა. 

სოფელ მშვიდობიანში ქვეითს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც საავტომობილო გზას კვეთდა. 80 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თეგები :