• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„მოქალაქეები არ უნდა დადგნენ არჩევანის წინაშე, რომ ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში“

საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, რომ ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული.

„საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული. ამასთან მიმართებაში არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა მოიძიებნოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გაუძღვეს ამ მიმართულებით და მისცეს გარკვეული გადაწყვეტები ამ პრობლემას, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვაც. განხილვადია ის ვარიანტიც, რომ ისევ ბიზნესი, სახელმწიფო და მეშახტეები ალაგებენ ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ მეშახტეთა ინტერესები არის მთავარი. ტრაგედიაა და კატასტროფული ალტერნატივა - ან მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან შედი შახტაში სიცოცხლის რისკის ფასად“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა.