• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

გიორგი კაპანაძე: თავად განსაჯეთ, ვინ ავრცელებდა ჭორს - მე თუ ექს ვიცე-პრემიერი

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დიმიტრი ქუმსიშვილსა და ზურაბ ალავიძეზე დადასტურდა. 

„მეგობრებო, ის, რაც რამდენიმე დღის წინ დავწერე ქუმსიშვილსა და ალავიძეზე, უკვე დადასტურდა. 

პროკურატურაში ოფიციალურად განაცხადეს რომ ორივე ექს მინისტრი დაკითხეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ალავიძეს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ქუმსიშვილმა, მაშინ, მთელი პოსტი მიუძღვნა ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფას.

ახლა, თავად განსაჯეთ, ვინ ავრცელებდა ჭორს - მე თუ ექს ვიცე-პრემიერი.

მართლაც, როგორც 2012-ში ჯულია იოფი წერდა "ფორბსში": "არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა". ნუ, ამ პატარა ქვეყანაში მაინც. 

P.S: რევოლუცია არ ვიცი, მაგრამ "ოცნება" ნამდვილად ჭამს თავის შვილებს“, - აღნიშნავს კაპანაძე.