• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი ხვალ დაასახელებს

საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ მტავრობის ადმინისტრაციაში, 10 საათზე წარადგენს.

„დღეს უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრა და საბოლოო კონსულტაციები, ხვალ 10 საათზე მექნება ბრიფინგი, სადაც წარვადგენ განახლებულ კაბინეტს 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.