• თბილისი
  • 27°C
  • 24 სექტემბერი, 2018
article

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, მისი თქმით, 2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს.
ჟორჟოლიანი მთავრობას მასწავლებლის ხელფსის 100 ლარით გაზრდის რეკომენდაციით მიმართავს. როგორც ის აღნისნავს, მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს.

„დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებისათვის, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

ჩვენ უნდა შემოვიღოთ ახალი საგადასახადო სისტემა. ეს უნდა იყოს პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონები, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადი იყოს 30 პროცენტი”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თეგები :