• თბილისი
  • 27°C
  • 24 სექტემბერი, 2018
article

შალვა შავგულიძემ პროკურორის შერჩევის პროცესიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

შალვა შავგულიძემ პროკურორის შერჩევის პროცესიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ერთ-ერთ მიზეზად პროცესის გაუმჭვირვალობა სახელდება.

ინფორმაცია ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ გაავრცელა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად პროცესს არც ის დაეწრება.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველო" და თავად შალვა შავგულიძე, კანდიდატებთან გასაუბრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას ითხოვდნენ.


თეგები :