• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

„კარგ იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, მეცნიერს სასამართლო სისტემაში მოხვედრის მწირი შანსი აქვს“

კარგ იურისტს, ბანკის იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, მეცნიერს სასამართლო სისტემაში მოხვედრის ძალიან მწირი შანსი აქვს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გასუბრების საკითხს გამოეხმაურა. 

ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეთა შორის,რომლებსაც უვადოდ გამწესება სურთ, არიან კარგი და ნაკლებად კარგი კადრები, თუმცა მთავარ პრობლემად სისტემური ჩაკეტილობა რჩება.

"თვითონ კანდიდატებს შორის, ბუნებრივია, გვყავს უფრო ძლიერი და ნაკლებად ძლიერი კანდიდატები. პრობლემა სისტემურად თავისთავად რჩება. კარგ იურისტს, ბანკის იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, მეცნიერს ძალიან მწირი შანსი აქვს სასამართლო სისტემაში მოხვედრის, იმისთვის, რომ მოხვდეს სისტემაში ამ მოსამართლებმა ჯერ თანაშემწედ ან მდივნად უნდა გამუშაონ ბევრი წლის განმავლობაში და შემდეგ შესაძლებელია, რომ გახდე მოსამართლე. ეს სისტემისთვის ნიშნავს იმას, რომ ის ჩაკეტილია ყველანაირი განსხვავებული, მრავალფეროვანი პესპექტივისთვის",- განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასაუბრების პროცესი არაეთიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან.

"ბოლო გასაუბრებებმა კვლავაც დადასტურა ორი სერიოზული და სისტემური პრობლემა, რომელიც გვაქვს, გასაუბრება მიმდინარეობდა ხშირად არაეთიკურ ვითარებაში. მოსამართლე წევრები კანდიდატებს უსვამდნენ კითხვებს, რომლის მიზანი იყო ჩვენი, კრიტიკული წევრების გაკრიტიკება. აქედან გამოჩნდა, რომ სასამართლოში შეიძლება მოხვდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი გაქვს სისტემის შიგნით მოსამართლის მდივნად ან თანაშემწედ დიდი ხანი. ანუ,სასამართლო რჩება ჩაკეტილად და გარეშე პირის,გარეშე პროფესიონალის მოხვედრის შანსები ძალიან მწირია",- განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, უვადო მოსამართლეობის მსურველ შიდ კანდიდატს კენჭს უყრის. ესენი არიან ის მოსამართლე კანდიდატები, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურებათ.

თეგები :

ანა დოლიძე