• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

თურქეთის ელჩი საქართველოში თურქეთზე არსებული სტერეოტიპების შესახებ: არ არის ისე, რომ თურქები მხოლოდ კაზინოებისა და ქალებისთვის ჩამოდიან საქართველოში

ნაწყვეტი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან, რომელიც მან გამოცემა "ნეტგაზეთს" მისცა.

ყველაზე ხშირად რა სტერეოტიპი გხვდებათ საქართველოში თურქეთის შესახებ და მათგან განსაკუთრებით რომელი არ მოგწონთ?

პირველ რიგში, ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპები არ მომწონს, როცა ფიქრობენ, რომ თურქი ქალები ძალიან სუსტები არიან, სულ სახლში არიან და ასე შემდეგ. ასევე არ მომწონს, როცა ფიქრობენ და ეს ალბათ, ცოტათი საბჭოთა გავლენაა, რომ თურქეთი ეს 1001 ღამის ქვეყანაა. მე ეს არ მომწონს. თურქეთში დინამიკური, საინტერესო, მრავალფეროვანი საზოგადოება ცხოვრობს, რომელიც შედგება ძალიან თანამედროვე ჯგუფებისგან.

ზოგადად, მე არ მომწონს დასავლეთად და აღმოსავლეთად დაყოფა, ჩვენი ადგილი მსოფლიოში არ წყვეტს, ვინ ვართ ჩვენ. არ არის ისე, რომ თურქები უკავშირდებიან მხოლოდ კაზინოებს, ქალებს და მხოლოდ ამიტომ ჩამოდიან საქართველოში. ბევრი თურქი საქართველოში ჩამოდის სამუშაოდ, არის ოჯახური კავშირები, ქორწინებები ქართველებსა და თურქებს შორის, ეს ძალიან პატივსაცემი ხალხია და ვისურვებდი, რომ მათ შესახებ მეტი ვიცოდეთ.

ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ერთმანეთის შესახებ. არც საქართველოა მხოლოდ ღვინო და არც აჭარაა მხოლოდ ბათუმი და ხაჭაპური, ეს სტერეოტიპებია. მე მინახავს საქართველოში ძალიან დინამიკური, ძალიან გლობალური ახალი თაობა, ვხედავ, რომ თბილისში არის ადგილები, რომელთა მსგავსი შეიძლება იყოს ნიუ იორკში და ლონდონში, სტამბოლშიც არის ასეთი ადგილები. ვისურვებდი, ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდები უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს.

ინტერვიუს სრული ვერსია

თეგები :