• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ნახევარი წლით კვლავ გაუგრძელა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, 28-29 ივნისს დაგეგმილ სამიტზე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს კვლავ  ნახევარი წლით გააგრძელებენ. ამის შესახებ სააგენტო “Reuters” წყაროზე დაყრდნობით აცხადებს.

31 ივლისს ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების მორიგი პერიოდი იწურება, რომელიც მიღებული იქნა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, აკრძალვების გაგრძელება ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი.

თეგები :