• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

„არ იყო გიორგი შენგელაია მართალი, როდესაც ივანიშვილზე თქვა უწიგნური და გაუნათლებელიაო“

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შენგელაიას ინტერვიუს ეხმაურება, სადაც რეჟისორი ბიძინა ივანიშვილზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს და მას უმეცარსა და გაუნათლებელს უწოდებს. 

„არ იყო გიორგი შენგელაია მართალი, როდესაც ივანიშვილზე თქვა უწიგნური და გაუნათლებელი კაციაო. ნამდვლად აქვს ბიძინას ერთი წიგნი წაკითხული - ილფი და პეტროვის ”თორმეტი სკამი”. აბა აფერისტობის და თაღლითობის ანატომიას ესეთ დონეზე საიდან ისწავლიდა?!

საქართველოს ბევრ მმართველს მოვესწარი, პატიაშვილს, გუმბარიძეს, გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს და მას. აქედან სამს ახლოს ვიცნობდი. ზოგი უზომო პატრიოტი იყო, ზოგი ექსცენტრული, ზოგი საკუთარი ერის მოძულე, ზოგი კომპრომისების ხელოვნების არმცოდნე, ზოგი შტერი, მაგრამ ასეთი ოსტაპ ბენდერი დღემდე არ გვყოლია.

სამი მილიონი კაცის გადაგდება შეუძლებელია თუ გადაგდების ხელოვნება წიგნიდან არ გაქვს ნასწავლი!“ - წერს ოქრუაშვილი.