• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

მამუკა ბახტაძე: სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს

სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2011 და 2012 წლებში კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები, რასაც მისი გუნდი შეცვლის.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირელ იანვრამდე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა 36 ათას გადამხდელს შეეხება.