• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

"მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას, ვანიჭებთ პრემიერ მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას"

საპარლამენტო უმრავლესობა ნდობას უცხადებს მამუკა ბახტაძეს, ანიჭებს პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას.
 
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და მიმდინარე კვირაში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის დამტკიცებასთან დაკავშირებული პროცესის განმარტება გააკეთა.

"მიმდინარე კვირაში, პარლამენტში მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას, ვანიჭებთ პრემიერ მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას. ამის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და განახლებული შემადგენლობა. ვინაიდან, ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში  სადაც კანონი არის უზენაესი. სწორედ ამ პროცედურით პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავდროულად, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ  ეს რეფორმა ჩაატაროს. იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ, პარლამენტში სხვა ინტერპრეტაცია არა აქვს და ვერც ექნება. მისი ერთდერთი მთავარი მიზანია, ნდობა გამოვუცხადოთ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.