• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ

ირაკლი კობახიძემ ბათუმში მიმდინარე მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა- "პრეზიდენტს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება".

„მე არ მინდოდა დღეს მესაუბრა სამთავრობო ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის იმ ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც დღევანდელი კონფერენცია იმართება, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, თავს მოვალედ მივიჩნევ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით... საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. საქართველო არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სახელმწიფო იმართება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად. სამთავრობო ცვლილებების პირობებში ჩვენთვის მთავარია სწორედ სტაბილური ცვლილებების უზრუნველყოფა. გასული 6 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში. პრემიერ-მინისტრების ცვლა, მთავრობების ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული მიმართულებიდან გადახვევას, რომლისკენაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ აიღო გეზი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ პროგრესის კონკრეტული ხელშესახები შედეგია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

„2012 წლამდე საქართველო არ იყო დემოკრატიული სახელმწიფო, ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებით იმართებოდა. ჩვენ ეს პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა იმართება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და რადიკალურად, დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. ეს არის საპარლამენტო მმართველობა, სადაც სამთავრობო ცვლილებების არის ნორმალური მოვლენა. დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულებება, საგარეო პოლიტიკა - ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი ძალის დამსახურება. სხვადასხვა მთავრობის პირობებში „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პიროებებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტრიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებს“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები :