• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

გიორგი კვირიკაშვილი სავარაუდოდ, გადადგება

მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. განცხადებას გიორგი კვირიკაშვილი გააკეთებს. 

ოფიციალურად თუ რაზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაციას, რომ კვირიკაშვილი განცხადებას გადადგომის შესახებ გააკეთებს. 

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 18:30 საათზეა ჩანიშნული.