• თბილისი
  • 27°C
  • 18 ივნისი, 2018
article

„მარტო მერი კი არა, სუს-ის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი - ივანიშვილია დასაკავებელი“

მარნეულში მოხდარი ძლადობის ფაქტს სოციალური ქსელით საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა.

„ქოცები, როგორც ყოველთვის, იტყუებიან, „შარდის სკანდალთან“ დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ ნაციონალებისგან განსხვავებით, დამნაშავე დააკავეს.

დადგმული „ციხის კადრების“ გამოქვეყნების შემდეგ, გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი, რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.

რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს, აქ მარტო მერი კი არა, სუს-ის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი“- წერს მიხეილ სააკაშვილი.