• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას აღარ დააბრალებენ

​პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას აღარ დააბრალებენ.

ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტია "ქართულ ოცნებას" მეტი აქტიურობა სჭირდება.

"ნებისმიერ პარტიაში ხელმძღვანელობის შეცვლა არის იმ პარტიის  გადაწყვეტილება.  ერთადერთი შემიძლია ვუსურვო, რომ ეს იყოს პარტიისთვის სწორი და დადებითი ნაბიჯი. აღარ დააბრალებენ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას და ალბათ პარტიასაც სჭირდება ცოტა უფრო აქტიურობა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ზოგადად, საჭიროა, რომ საქართველოში პარტიები უფრო ეფექტიანი და აქტიურები გახდნენ.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

თეგები :