• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე: ეს არის გაჭირვების დადასტურება

„ეს არის გაჭირვების დადასტურება. ის ძალიან დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნებას, მას ერჩია ყოფილიყო უპასუხისმგებლო პერსონალური მმართველი, ახლა მოუწევს პასუხისმგებლობა“, - ასე აფასებს საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

დავით ბერძენიშვილმა ექსპრემიერის ის განცხადება გაიხსენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლისას გააკეთა და თქვა, რომ დიდი უბედურება უნდა მოხდეს, ის რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.

„ბიძინა ივანიშვილმა იწინასწარმეტყველა 2015 წელს, მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ ივარგებს, რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, ეს რომ ვქნაო, მეორედ მოსვლას შევადარებდი ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებასო,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

​მისივე თქმით, ივანიშვილს ახლა პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.



თეგები :