• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

„ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება პარტიაში არსებული კრიზისის გამო გადაწყვიტა“

„ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, რომ გამოვიდეს და თქვა მე ვბრუნდები იქ, საიდანაც არასდროს არ წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

​მისი აზრით,  ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური სტატუსით დაბრუნება პარტიაში არსებული კრიზისის გამო გადაწყვიტა და არა ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის გამო.

„ცალკე ტრაგედია, როდესაც ადამიანს მიაჩნია უბედურებად და მეორედ მოსვლა, როდესაც პარტიაში აქვს პრობლემა, იმიტომ, რომ ის, რომ ქვეყანაში მთელი ექვსი წლის განმავლობაში მართლაც მეორედ მოსვლაა და ტრაგედია ტრიალებს, მას არარად არ მიაჩნია, მაგრამ სანამ მუშტი-კრივი არ გამართეს ერთმანეთს შორის „ქართულ ოცნებაში“ და სანამ უბრალოდ არ აგინებენ ღია საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას, ეს ადამიანი თვლიდა, რომ არაფორმალური მმართველის ამპლუა ჩემთვის კომფორტულია, რომ თან ვმართავ და თან ხეებს გადავრგავ. აღარ იყიდება, აღარ დარჩა მგონი, საზოგადოებაში არავინ, ვინც ამას დაიჯერებს, რომ ბატონი ივანიშვილი საიდანღაც ახლა დაბრუნდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ბრუნდება.  გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრაზე იქნა მიღებული. 

ბიძინა ივანიშვილი პარტიას ოფიციალურად ყრილობის შემდეგ უხელმძღვანელებს.

თეგები :