• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

ანდრო ბარნოვი: სომხეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთი შიშით აკვირდება

სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდ. მოქალაქეები მსვლელობით დაიძრნენ ცენტრალური მოედნისკენ, სადაც პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი. 

ქალაქში შეყვანილია მძიმე ტექნიკაც. მომიტინგეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ხალხი ქუჩაში გამოდის და საკუთარი ძალებით ცდილობს კიდევ ერთი წარმატების მიღწევას. 

აქციის ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ძალაუფლების მმართველი პარტიის ხელში დარჩენის შემთხვევაში, მხოლოდ სარგსიანის წასვლა ბევრს არაფერს შეცვლის. 

როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში, რამდენად სახიფათოა აღნიშნული პროცესები რუსეთისთვის და რა შედეგის მომატანი შეიძლება იყოს ეს, საქართველოსათვის - ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“, პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს ესაუბრა. 

„პრესა.ჯი“: ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა, როგორ განვითარდება მოვლენები, მიაღწევს თუ არა შემდეგ წარმატებას ხალხი? 

ანდრო ბარნოვი: სომხეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთი შიშით  აკვირდება ი: სომხეთში სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი, საშიში და ფეთქებადი გახდა, მაგრამ ზოგადი ტენდენცია არის მისასალმებელი. 

რეალურ ცვლილებებს ახორციელებს ახალი სერიოზული ტალღა და სასიამოვნო იქნებოდა ამგვარი ტალღა საქართველოშიც რომ იყოს. 

თუმცა, ამ ეტაპზე, იყოს თუნდაც სომხეთში, როგორც წესი, ამგვარი ტალღა პროგრესისკენ მიმართული და გადამდებია. 

ჩემი აზრით, დაძაბულობა კვლავ გაგრძელდება, ასე ადვილად არ დაყრის ფარხმალს სომხეთის ხელისუფლება. თუმცა მარტო მათი გადასაწყვეტი არ არის ეს. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ მოვლენებს რუსეთი გაფართოებული გუგებით და შიშის თვალებით აკვირდება. 

როგორ შეიძლება წარიმართოს ვითარება? ეს აშინებს კრემლს. მათ წინაშე კი სომხეთის მარიონეტული ხელისუფლება ანგარიშვალდებულია. ამიტომ, პროცესები ასე მარტივად ვერ დალაგდება. 

თუმცა, რადგან ტალღამ ერთი შუალედური წარმატება იპოვა, რომლის შედეგადაც სარგსიანი გადადგა, ეს იმას ნისნავს, რომ დიდი ალბათობით, საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ შემდეგ წარმატებას არ მიაღწევს საზოგადოება. 

- თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, რა შეიძლება მოხდეს? 

- პრობლემა შესაძლოა მერეც წარმოიშვას. მაგალითად, რას იზამს რუსეთი, აზერბაიჯანი, ეცდებიან თუ არა, მოთამაშეები, რომ ამ სიტუაციით სარგებელი მიიიღონ და თავიანთ სასარგებლოთ შემოაბრუნონ შექმნილი ვითარება. 

ეს, ცალკე საკითხია, ძალიან რთულია დღეს იმის პროგნოზირება თუ რა იქნება საბოლოოდ, მაგრამ ის რომ გარკვეული ცვლილებები მოხდება, რაც კიდევ მნიშვნელოვან პროცესებს გამოიწვევს, პრინციპში უკვე ჩანს.

თეგები :