• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

ლია მუხაშავრია: თემურ გორგაძეს შეწყალების კომისიასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია

შეწყალების კომისიაში არსებული კორუფციის შესახებ, „პრესა.ჯი“ იურისტს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა. 

-თემურ გორგაძის საქმის შემდეგ, უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ გამოძიება შეწყალების კომისიაში არსებული კორუფციის შესახებ?


-თემურ გორგაძე დაიჭირეს  თაღლითობის და არა ქრთამის აღების ფაქტზე.

 ქრთამია, როდესაც უფლებამოსილების პროცესში ახდენ  უკანონო გარიგებას. ეს ადამიანი კი შეწყალების კომისიასთან თანამდებობრივად არ იყო  დაკავშირებული. უბრალოდ მან მოატყუა დაზარალებული და ჩაიდინა თაღლითობა.

პროკურატუირა ამ საქმეს თაღლითობის  მუხლით იძიებს. შეწყალების კომისიასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

-ამასთან დაკავშირებით დაიკითხნენ თუ არა შეწყალების კომისიის წევრები?

-ჩვენ ყველანი დაგვკითხეს, მივეცით ჩვენება, რომ არცერთი ჩვენგანი გორგაძეს არ ვიცნობდით, მხოლოდ მას შემდეგ გავიგე რაც დააპატიმრეს, რომ ეს კაცი ატყუებდა ვიღაცას.

ისიც განვაცხადეთ, რომ თემურ გორგაძეს შეწყალების კომისიასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ვინმესთან რომ ყოფილიყო გარიგებული შეწყალების კომისიის შიგნით,  მაშინ იქნებოდა კორუფცია, მაგრამ ამ შემთხვევაში არა.

თეგები :