• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

დავით ჭიჭინაძე გია ვოლსკიზე: ეტყობა, გია დაგვიბერდა

"ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და არა - არაკორექტული.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ თავისი კოლეგის, გია ვოლსკის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

​პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო
„ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გაგვაჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეგები :