• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

ეკა ბესელია: უმჯობესია, არგუმენტები მკაფიო იყოს, რათა ბოროტად არავინ გამოიყენოს

"საჭიროა შეწყალების კრიტერიუმების დამატებით დადგენა".

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური, განსაკუთრებული უფლება აბსოლუტურ შეუზღუდაობას არ ნიშნავს.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ გირგვლიანის საქმის განხილვისას სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეზე იმსჯელა. ბოროტად არც ერთი უფლება არ უნდა იყოს გამოყენებული. ამიტომ ასეთი უფლების გამოყენების დროს უნდა იყოს სიცხადე  და არგუმენტები. თუ კრიტერიუმები საკმარისი არ არის, რასაც კომისია იყენებს, უმჯობესია, არგუმენტები მკაფიო იყოს, რათა ბოროტად არავინ გამოიყენოს", – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა.

შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეწყალებით საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 14 აპრილს დააკავა.

თეგები :