• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?"

თუკი ვეფხია ბაქრაძეზე ე.წ.უდო-ს კომისიას უარყოფითი დახასიათება ჰქონდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა ის გარემოება, რომ ე.წ.უდო-ს კომისიამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ე.წ.უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი.

“ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებებები. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.



თეგები :