• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

პრეზიდენტი ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომისიას შეწყალების თხოვნით, ბაქრაძის მეუღლემ მიმართა. მისივე განცხადებით, წესრიგში იყო ყველა დოკუმენტი, რომელიც შეწყალებისთვის საჭიროა. 

პრეზიდენტმა დღესვე განაცხადა, რომ კომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს.

„ვიცით რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ, საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად... 2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4 თვე ნახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი.

მან ერთხელ მიმართა კომისიას და მისი თხოვნა ურყოფილ იქნა, მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა , ფსიქოლოგის დადებით დასკვნა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე"-განაცხადა პრეზიდენტმა.

თეგები :